დღეს, 15 სექტემბერს, ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის “ატლეტიკო” და “ვალენსია” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
გიორგი მამარდაშვილი შეხვედრისთვის მზადაა. ქართველი მეკარე სეზონს იდეალურად იწყებს.
მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა და ახალი სეზონიდან “ლივერპულში” გააგრძელებს კარიერას.