“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა რუბემ ბარახამ კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრისას გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ ბარსელონასთან თამაშზე ფიქრობს.
“მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია და მზადაა სათამაშოდ. მისი გონება მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრობს”, – განაცხადა ღამურების მთავარმა მწვრთნელმა.
“ვალენსია” ამ მომენტში გიორგი მამარდაშვილის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არცერთ გუნდთან ყოფილა.