გრძელდება გაურკვევლობა მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსის” შორის. გუნდები კვლავაც ცდილობენ კონორ გალაჰერისა და ჟოაო ფელიქსის ტრანსფერების საკითხის მოგვარებას, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
თითქმის უკვე გაფორმებული კონორ გალაჰერი, მადრიდიდან ლონდონში დაბრუნდა, სადაც მას ეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იქნება. ეს მდგომარეობა ინგლისელ ფეხბურთელს არ აწყობს და სურს კარიერის გაგრძელება მადრიდის “ატლეტიკოში”, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჟოაო ფელიქსის ტრანსფერზე “ჩელსიში”. პორტუგალიელს სურს ჩელსის რიგებში დაბრუნება, ახლა ყველაფერი აგენტსა და კლუბებზეა დამოკიდებული.
ფეხბურთელების ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება. საბოლოო პასუხებს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.