მადრიდის “რეალი” UEFA-ს 2024/25 სეზონის სუპერ თასის გამარჯვებულია. სამეფო კლუბმა ბერგამოს “ატალანტა” 2:0 სძლია. მადრიდული გუნდისთვის ეს რიგით მეექვსე სუპერ თასია.
შეხვედრის 59-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ანგარიში გახსნა, მატჩის მეორე და ბოლო გოლი კი კილიან მბაპემ გაიტანა 68-ე წუთზე.
აღსანიშნავია კილიან მბაპეს სადებიუტო გოლი, სადებიუტო შეხვედრაში. ფრანგმა “რეალისთვის” პირველივე წუთებიდან შეუტია და შედეგიანი დებიუტიც გამოუვიდა.