spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ლუნინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” უკრაინელმა მეკარემ  ანდრი ლუნინმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის მადრიდულ გუნდში 2028 წლამდე დარჩება.

უკრაინელ მეკარეს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი 2025 წელს ეწურებოდა, თუმცა ის გუნდში თავს კარგად გრძნობს და კიდევ 3 წლით დარჩენა გადააწყვიტა.

თავად მადრიდული გუნდიც სიამოვნებით შეეგება მეკარის ამ გადაწყვეტილებას. მართალია “რეალის” კარს ტიბო კურტუა იცავს, თუმცა სათადარიგო სკამზე ლუნინის დონის მეკარეზე ნებისმიერი გუნდი მოაწერდა ხელს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები