spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ლუკა ტონი – მათ ასაკში მეც დიდი ოცნებები მქონდა

თბილისში იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ტონი იმყოფება, რომელიც იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა, გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თბილისში საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებთან, შოთა არველაძესთან, ლევან მჭედლიძეს და ჯანო ანანიძესთან ერთად პადელის ტურნირზე ითამაშებს. ტურნირის მხარდამჭერი საქართველოში იტალიის საელჩოა.

“მიხარია, „ინტერის“ აკადემიაში რომ ვიმყოფები და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შევხვდი. მათ ასაკში მეც დიდი ოცნებები მქონდა. მინდა, ისინი გავამხნეო, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები არიან, შესაძლოა, მომავალში ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშონ“, – განაცხადა ლუკა ტონიმ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები