ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი იუბილარია. ფეხბურთელს 38 წელი შეუსრულდა.
ლუკა მოდრიჩი თავისი მაგიური თამაშით შეიყვარა გულშემატკივარმა. პატარა, გამხდარი ხორვატი ბიჭი,რომელმაც თავისი ტექნიკითა და მაღალი ინტელექტით, საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრო.
ლუკა მოდრიჩი ის იშვიათი ფეხბურთელია, რომელმაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთის მოგება შეძლო.