იტალიის სერია B-ს მეექვსე ტურის შეხვედრაში, “კრემონეზე” “კატანძაროს” ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით “კრემონეზე” მეორე ადგილზე დაწინაურდა.
“კრემონეზეს” იტალიელმა თავკაცმა ჯოვანი სტროპამ, ქართველი ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე, მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დატოვა. ქართველი ახალგაზრდას დებიუტი ჯერჯერობით გადაიდო.
გუნდს ასევე ვერ ეხმარებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი. ქართველს დისკვალიფიკაცია აქვს და კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.