spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ლორიას ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა

“ომონიის” ქართველი მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, “აპოელთან”  შეხვედრისას დაშავდა.

გამოცემა Sportime გიორგი ლორიას შესახებ წერს: „ლორიამ ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ქართველი მეკარის მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი შეაფასებს, თუმცა საეჭვოა, “აპოელთან” შემდეგი ტურის მატჩისთვის მზად იყოს”.

უფრო დამაიმედებელია Geo Team-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არაა და მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები