დღეს, 15 სექტემბერს გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” “ლენსის” წინააღმდეგ გასვლით შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.
ქართველი ფორვარდის მიმართ დიდი კრიტიკაა. გუნდის გულშემატკივრები გიორგი მიქაუტაძისგან საგოლე მოქმედებებს ელოდებიან და ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთ კრიტიკულ კომენტარს წერენ.
“ლიონი” 3 ტურის შემდეგ, ერთი მოგებით და ორი მარცხით, ცხრილში მეცამეტე ადგილს იკავებს.