საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში, “ლიონი” “მონაკოს” მასპინძლობდა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
65-ე წუთზე ბენ სეგირმა “მონაკო” დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ლამინე კამარამ 80-ე წუთზე დასვა.
ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, თუმცა 17-ე წუთზე ერნესტ ნუამან ტრავმა მიიღო და თამაშში ქართველი ჩაერთო.