საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურის შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” “ლე ავრს” ესტუმრა და 4:0 გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე 72 წუთზე გამოჩნდა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველის გადაცემით საიდ ბენრაჰმამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
8 ტურის შემდეგ “ლიონს” 13 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “ლე ავრი” 6 ქულით მეთექვსმეტეა.