მოქმედი ბუნდესლიგის გამარჯვებული ლევერკუზენის “ბაიერი” გერმანიის სუპერ თასის გამარჯვებულია. ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა “შტუტგარტი” პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. 11-ე წუთზე ვიქტორ ბონიფასმა ლევერკუზენი დააწინაურა. 15-ე და 63-ე წუთზე ენცო მილოტისა და დენიზ უნდავის გოლებით შტუტგარტი დაწინაურდა.
თითქოს ყველაფერი “შტუტგარტის” მხარეს იყო, თუმცა პატრიკ შიკმა 88-ე წუთზე გაათანაბრა. პენალტებში კი უკეთესი მოქმედი ბუნდესლიგის გამარჯვებული აღმოჩნდა.