საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მომდევნო ოთხი წლით ამ პოზიციას ლევან ნოზაძე დაიკავებს.
ლევან ნოზაძემ ვიცე პრეზიდენტები წარადგინა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, მეორე – გიორგი ათაბეგაშვილი.
2020-2024 წლებში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სწორედ გიორგი ათაბეგაშვილი იყო.