“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” სლოვენ კალათბურთელ ლუკა დონჩიჩზე ფიქრი დაიწყო. ლეიკერსის მესვეურები ლუკა დონჩიჩში პოტენციურ ლიდერს ხედავენ.
ლეიკერსი ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას შემდეგ ზაფხულს შეეცდება.
ტრანსფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, ლებრონი არ გამოიყენებს კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების პუნქტს. თუ ლებრონი დარჩება, ლუკას ლოს-ანჯელესში ჩასვლა გადაიდება.
ლუკა დონჩიჩი NBA-ის გამორჩეული მოთამაშეა. სლოვენიელი ბევრისთვის მსოფლიოში საუკეთესოა. თავად კალათბურთელი კი გულშემატკივარს საოცარ კალათბურთს სთავაზობს.