პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 2 აგვისტოს ესპანეთის ნაკრების რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა ყველა დროის გამორჩეულმა ესპანელმა კალათბურთელმა რუდი ფერნანდესმა, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სარეკორდო იყო.
რუდი პირველი კალათბურთელია, რომელსაც 5 ოლიმპიადაზე აქვს ნათამაშები და აქედან 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ათეულობით სანაკრებო თუ საკლუბო მიღწევებიდან გამოსარჩევია:
• 2 მსოფლიო ჩემპიონობა
• 4 ევრობასკეტის მოგება
• 3 ევროლიგის ტიტული
• 7 ესპანეთის ჩემპიონი
• 7 ესპანეთის კოპა დელ რეი
• 9 ესპანეთის სუპერ თასი
რუდი ფერნანდესმა კარიერის უდიდესი ნაწილი “რეალ მადრიდის” რიგებში გაატარა და 39 წლის ასაკში ბოლო საკლუბო მატჩიც “მადრიდის” რიგებში ჩაატარა პარიზის ოლიმპიადამდე რამდენიმე კვირით ადრე.
რუდი ფერნანდესის სახელი ესპანური კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.