ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამედ ხდება ოლიმპიური ჩემპიონი. ქართველმა ორჭიდში 470 კილოგრამი დააფიქსირა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
დღევანდელი დღე ქართველთათვის ძალიან კარგი აღმოჩნდა.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია.
ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია.
დღის დასასრულს კი ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი