ქართველი +102კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქმეში ერთვება.
დღეს, 10 აგვისტოს, ქართველი ფალავანი კიდევ ერთი ოქროს მედლის მოგებას შეეცდება.
ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 2016 წლის რიოს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადებზე, ქართველმა ძალოსანმა უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვება შეძლო.
ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობასთან ერთად, ასევე არის შვიდ გზის ევროპისა და შვიდ გზის მსოფლიოს ჩემპიონიც.