ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალურ ეტაპზეა. ქართველი მებრძოლის მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება.
ლაშა გურულმა უკვე გაინაღდა ბრინჯაოს მედალი. ნახევარფინალური დაპირისპირება 4 აგვისტოს გაიმართება.
ქართველმა მოკრივემ განაცხადა, რომ ბედნიერია და გაჩერებას არ აპირებს.
“სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო გავახარე. გაჩერებას არ ვაპირებ!”, – აცხადებს გურული.