spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ლაშა გუჯეჯიანი – იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მრჩება

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველები ყველაზე დიდ წარმატებას ძიუდოში ველოდებით და ამის საფუძველიც გვაქვს თუმცა… დღე მეორე და ისევ 0 მედალი.

27 ივლისს გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა ესპანელ გარიგოსთან დამარცხდა.

28 ივლისს მერვედფინალის სტადიაზე ოლიმპიადას გამოეთიშა ვაჟა მარგველაშვილი.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის თქმით, ის იმედგაცრუებულია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.

“სიმართლე გითხრათ, ორი დღის ჯამში იმედგაცრუებული ვარ. არა მარტო ძიუდოში, არამედ ქართულ დელეგაციაში ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენები ასპარეზობდნენ ამ ორი დღის განმავლობაში – გიორგი სარდალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, მაგრამ უმედლოდ დავრჩით.

სპორტია, მესმის, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მე პირადად მრჩება და ვფიქრობ, რომ მიზანს, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ექვსდღიანი ბრძოლა გვაქვს“, – განაცხადა გუჯეჯიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები