ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში დამარცხდა.
ქართველი ფალავანი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 8:3 დამარცხდა და ოქროსთვის ვეღარ იბრძოლებს.
გობაძეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი ექნება, ყველაფერი დამოკიდებულია ბულგარელზე. თუ ის ფინალში გავა, გობაძეს ორი ბრძოლის მოგება მოუწევს ბრინჯაოსთვის.