ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლამინე იამალმა, ერთ-ერთ სპორტულ ტოქშოუში დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
როდესაც ფეხბურთელს სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, ლამინე იამალმა განაცხადა, რომ მას არ სურს კატალონიური გუნდის დატოვება. ის თავს ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში კარგად გრძნობს.
“მე არ მინდა ბარსელონას დატოვება. მინდა ამ გუნდის ლეგენდა ვიყო, აქ თავს კარგად ვგრძნობ.
ვიცი ხალხი ლიონელ მესის მადარებს, მაგრამ მის დონემდე მისვლა ძალიან რთული იქნება”, – ამბობს ლამინე იამალი.