23 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.
21:00 საათზე გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია”, ვიგოს “სელტას” ესტუმრება. პირველ ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონასთან” მარცხი განიცადა, ხოლო ვიგოელებმა “ალავესს” 2:1 მოუგეს.
სათამაშო დღე 23:30 საათზე ძალიან საინტერესო შეხვედრით დასრულდება. “სევილია” რამონ სანჩეს პისხუანზე “ვილიარეალს” მიიღებს. ორივე გუნდმა პირველ ტურში თითო-თითო ქულა მოიპოვა.