გუშელამტკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ნეაპოლელმა გულშემატკივარმა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
ხვიჩა კვარაცხელიას აგვისტოს თვეში შესანიშნავი მატჩი ჰქონდა “ბოლონიასთან”. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა გოლს და საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 15 სექტემბერს, “კალიარის” წინააღმდეგ გამართავს.