spot_imgspot_imgspot_imgspot_img

კვარას პირველი გოლი ახალ სეზონში

იტალიის სერია A-ის მეორე ტურის შეხვედრაში, სადაც  “ნაპოლი” “ბოლონიას” უპირისპირდებოდა, ქართველმა სუპერ ვარსკვლავმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე, ნეაპოლელებმა 3 უპასუხო  ბურთი გაუტანეს მეტოქეს. სამი გოლიდან ორში მონაწილეობა ქართველმაც მიიღო.

შეხვედრის 45+2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი გადაცემით კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა, ხოლო 75-ე წუთზე თავად გაიტანა გოლი.

ნაპოლიმ პირველი ქულები ჩაიწერა აქტივში. მათ პირველ ტურში “ვერონასთან” 0:3 წააგეს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები