ცუდი დღე ჰქონდა ორ ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს. ორივე ქართველის გუნდმა დიდი ანგარიშით წააგო.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ვერონასთან” 3:0 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 45+4 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს.”ლიონი” “რენთან” 3:0 დამარცხდა. შეხვედრის 71-ე წუთზე მიქაუტაძეს იდეალური შანსი ჰქონდა გოლის გატანის, თუმცა მას გამოცდილმა სტივ მანდანდამ აჯობა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა აუღო.