დღეს, 15 სექტემბერს იტალიის სერია A-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლი” “კალიარის ესტუმრება”. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ქართველი სუპერ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. როგორც ცნობილია, კვარაცხელიამ ტრავმა ალბანეთთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ფეხბურთელი ვილი სანიოლმა ნაადრევად შეცვალა.
“ნაპოლი” ჩემპიონატში მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო რაც შეეხება “კალიარის”, გუნდი გასავარდნ ზონაშია მოპოვებული 2 ქულით.