დღეს, 26 სექტემბერს, იტალიის თასის შეხვედრაში, “ნაპოლი” “პალერმოს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, ნეაპოლელთა თავკაცი ანტონიო კონტე, ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვებას აპირებს. კონტესთვის მიზანი სკუდეტოა და ზედმეტი ტრავმები მის გეგმებში არ შედის.
ახალ სეზონში კვარას სერია A-ს ხუთ ტურში, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს