ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი დეკუ, რომელიც ამჟამად კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორია, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
კატალონიელთა გულშემატკივარს არ მოსწონს პორტუგალიელის მუშაობა. ისინი მიიჩნევენ, რომ დეკუ თავის საქმე კარგად ვერ აკეთებს და ამ აზრის დაფიქსირებას ონლაინ სივრცეში არ ერიდებიან.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონა” ორი ფეხბურთელის – ნიკო ვილიამსის და დანი ოლმოს შეძენას გეგმავდა. საბოლოოდ კლუბმა მხოლოდ ოლმოს დამატება შეძლო და მის დარეგისტრირებაშიც ცალკეული პრობლემები გამოიარა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ილქაი გიუნდოგანი კლუბს უფასოდ დატოვებს და “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება. ამ ინფორმაციამ კატალონიელი გულშემატკივარი აღაშფოთა. გერმანელი ფეხბურთელი გუნდის ნახევარდაცვაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ.