ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო პაუზის დროს, თავის კარიერაში 900-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა.
აღნიშნული მიღწევის შემდეგ რონალდუმ განაცხადა, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის სურვილი აქვს
“ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ და დიდი ამბიცია მაქვს. მსურს, მომდევნო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო. ნაკრებს მაშინ დავტოვებ, როცა ვიგრძნობ, რომ მისი მნიშვნელოვანი წევრი აღარ ვიქნები“, – განაცხადა რონალდომ.
პორტუგალიელ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზე 214 ჩატარებულ მატჩში 132 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2016 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.