დღეს, 28 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსიმ” სტემფროდ ბრიჯზე “ბრაიტონს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში, ინგლისელმა ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა კოულ პალმერმა 4 გოლი გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის პრემიერ ლიგაში ეს შეძლო. ინგლისელმა გოლების გატანა 21-ე, 28-ე, 31-ე და 41 წუთებზე შეძლო.
პალმერი ინგლისის პრემიერ ლიგას იდეალურად იწყებს. 6 ტურის შემდეგ მისი შედეგი 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.