სერია A-ში წელს დაწინაურებულმა “კომომ” უკვე შეძლო რამდენიმე საინტერესო ტრანსფერის გაკეთება, თუმცა ფაქტია კლუბი შეჩერებას არ გეგმავს.
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ნიკო პაზი კარიერას “კომოში” გააგრძელებს.
იტალიურ გუნდს ეს ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა ამ ტრანსფერს აქვს ასევე მეორე პუნქტიც. თუ “კომო” ფეხბურთელს გაყიდის, მათ მადრიდული გუნდისთვის სატრანსფერო თანხის 50%-ის გადახდა მოუწევთ.
“კომო” ასევე ფიქრობს სერხი რობერტოს დამატებას. ცოტა ხნის წინ ესპანელი თავისუფალი აგენტი გახდა.