ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ფოთის “კოლხეთმა” წყალტუბოს “სამგურალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
პირველივე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გიგი აბუაშვილის გადაცემით ლაშა კოხრეიძემ ისარგებლა და ფოთის “კოლხეთი“ დააწინაურა.
პირველი ტაიმის შემდეგ „სამგურალმა“ თამაში გადაარჩინა. ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემით ფერნანდო ბულიმ წონასწორობა აღადგინა.
31 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ 31 ქულა დააგროვა, მე-7 პოზიციაზე დარჩა და მე-6 ადგილზე მყოფ წყალტუბოს „სამგურალს“(33) ვერ გადაასწრო.