კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მეკარის კლაუდიო ბრავოს თქმით, თუ კატალონიელებს მეკარე სჭირდებათ, მზად არის კარიერა აღადგინოს.
კლაუდიო ბრავო “ბარსელონას” რიგებში ორი წელი თამაშობდა, სადაც 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან კატალონიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
გასულ ტურში ბარსელონას კარის დარაჯმა მარკ ანდრე ტერ შტეგენმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთს სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა. “კატალონიელები” მეკარის ძებნაში არიან.