spot_imgspot_imgspot_imgspot_img

კიტეიშვილმა “შტურმს” გამარჯვება მოუპოვა – ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში “შტურმმა” გასვლაზე “ბლაუ-ვაისს” 2:1 მოუგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ კიტეიშვილი აღიარეს.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ის 71-ე წუთზე მცველმა სილვან ვალნერმა საჯარიმოში წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და “შტურმს” გამარჯვება მოუპოვა.

კიტეიშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთდროულად ორი ვერსიით დაასახელეს. ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა “შტურმის“ ქართველ ლიდერს 8,0 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-სგან კიდევ უფრო მეტი შეფასება დაიმსახურა – 8,6 ქულა.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ამას გარდა, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

რაც შეეხება მის გუნდს, “შტურმი” 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სახლში ჩემპიონთა ლიგაზე “ბრიუგესთან“ ჩაატარებს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები