საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის X ტურის შეხვედრაში “გრაცერთან” დუბლი გაიფორმა. კიტესთვის ეს გოლი ამ სეზონში მესამე იყო.
ქართველმა გოლები 40-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა, “შტურმმა” მეტოქე 5:2 დაამარცხა.
10 ტურის შემდეგ “შტურმი” ავსტრიის ბუნდესლიგას ლიდერობს. გუნდს 22 ქულა აქვს და მეორე ადგილს “რაპიდს” 4 ქულით ასწრებს, თუმცა “რაპიდს” თავისი შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.