დღეს, 19 სექტემბერს ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმი” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ფრანგულ “ბრესტს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
ავსტრიული გუნდის და ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი მზადყოფნაშია. კიტეს ხშირი ტრავმიანობა აწუხებს ხოლმე, თუმცა დღევანდელი დღისთვის 100% მზადაა.