იტალიელმა შემტევმა ფედერიკო კიეზამ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლივერპულს” შეუერთდა, ენფილდზე მიღებულ ემოციებზე საუბრობს.
ფედერიკო კიეზა კმაყოფილია, მოსწონს მერსისაიდული ატმოსფერო.
“როცა პირველად საკულტო “You Will Never Walk Alone” მოვისმინე, თავი საოცრად ვიგრძენი, სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში თამაში არ მომიწია, თუმცა დღევანდელ მატჩში, როცა მოედანზე გავედი, შვება ვიგრძენი, ეს უბრალოდ საოცრება იყო”, – განაცხადა ფედერიკო კიეზამ.
ფეხბურთელი “ლივერპულს” 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ტურინის “იუვენტუსიდან” შეუერთდა.