spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფეხბურთელს ჯილდო 26 ოქტომბერს, “ლეჩესთან” გასამართი შეხვედრის წინ გადასცემენ.

გულშემატკივრებში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან – ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“), კუტრონე (“კომო”), დიმარკო („ინტერი“) და პულიშიჩი (“მილანი“).

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები