საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ “FIFA”-სთან საუბრისას აღნიშნა თუ რამდენად ბედნიერი და ამაყია, როდესაც საქმე თავის სამშობლოს ეხება.
“მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. როცა ვუყურებ, რას ვაკეთებ ამ მომენტში, მჯერა, რომ ჩემი საქმით ვეხმარები საქართველოს, საქართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ჩემმა ქვეყანამ მისი შვილით იამაყოს”, – განუცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს.
ხვიჩა კვარაცხელია მოქმედ ფეხბურთელებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირია. 36 შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.