არგენტინელი შემტევი ხულიან ალვარესი “ატლეტიკოს” ფეხბურთელია. ფეხბურთელი გუნდს “მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა.
მადრიდულ გუნდს ეს ტრანსფერი 95 მილიონი ევრო დაუჯდება (75+20 ბონუსი). ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მალევე გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
“მანჩესტერ სიტიმ” ხულიან ალვარესი 17 მილიონად შეიძინა, რამდენიმე წელში კი თითქმის 80 მილიონიანი მოგება ნახა ფეხბურთელში.