კოსოვოში მიმდინარე საერთაშორისო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ჩემპიონატის ფინალშია.
ქართველთა მეტოქე მასპინძელი კოსოვოელი თანატოლები იქნებიან. ფინალური შეხვედრა დღეს, 18 აგვისტოს, 17:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველმა ხელბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში, ბელგიის ახალგაზრდულ გუნდს სძლიეს. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანი დარტყმები გახდა საჭირო, სადაც ქართველებმა უკეთესად იასპარეზეს.