spot_imgspot_imgspot_imgspot_img

კევინ-პრინც ბოატენგი – როდესაც “მილანში” გადავედი, ძალიან მოტივირებული ვიყავი

ფეხბურთელი კევინ-პრინც ბოატენგი “მილანში” ყოფნის პერიოდს იხსენებს.

“როდესაც “მილანში” გადავედი, ძალიან მოტივირებული ვიყავი და ვარჯიშებზეც მსურდა თავის გამოჩენა. როდესაც ცარიელი ვიყავი პოზიციაზე, ხმამაღლა ვყვიროდი, რომ პასი მოეცათ ჩემთვის.

1 კვირის შემდეგ პირლომ მე და ჩვენი თანაგუნდელი, რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა, თავისთან მიგვიხმო და მას თხოვა ჩემთვის გადმოეთარგმნა: უთხარი მას, რომ ნუ ყვირის ხმამაღლა.

მე გამიკვირდა და ვკითხე თუ რატო მეუბნებოდა ამას.

პირლომ კი მიპასუხა: როდესაც შენ ყვირი, მეტოქეებსაც ესმით ეგ, რომ მარტო ხარ და მარტივად აგიყვანენ.

დაიმახსოვრე: როდესაც ცარიელი ხარ, ეგ უკვე მე ისედაც ვიცი და არაა საჭირო ყვირილი”, – იხსენებს კევინ პრინც ბოატენგი.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები