საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავის “სლოვანის” ფეხბურთელი გურამ კაშია კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, სლოვაკურმა გუნდმა “მიტდიულანდი” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
გურამ კაშიასთვის წელს მსგავსი დიდი ტურნირი მეორეა. ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ექნება დებიუტი.