ესპანელი ჩოგბურთის ვარსკვლავი კარლოს ალკარასი ოლიმპიადის ფინალში მარცხს დღემდე განიცდის. მისი თქმით, ეს ფინალი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ისიც არ იცის ექნება თუ კვლავ ოქროს მედლის მოგების შანსი.
“ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინალი. ოლიმპიადა 4 წელში ერთხელ ტარდება, ისიც კი არ ვიცი მექნება თუ არა ოქროს მოგების შანსი. ამ მარცხთან შეგუება ძალიან მიჭირს”, – განაცხადა კარლოს ალკარასმა.
4 დიდი სლემის გამარჯვებული ესპანელი, ამჟამად ამერიკის გრანდ სლემზე მონაწილეობს. თავის შეხვედრას ალკარასი ხვალ, 29 აგვისტოს, 19:00 საათზე გამართავს. მისი მეტოქე ჰოლანდიელი ვან დე ზანშლუპი იქნება.