spot_imgspot_imgspot_imgspot_img

კალათბურთში მეოთხედფინალები იწყება 

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა კალათბურთის მეოთხედფინალები იწყება. დღეს, 6 მარტს, ოთხივე შეხვედრა გაიმართება. ოთხივე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ოლიმპიადაზე ყოველთვის ვხედავთ სანახაობრივ და  ძალიან საინტერესო კალათბურთს.

პირველი შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება, სადაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

16:30 საათზე სერბეთი და ავსტრალია შეხვდებიან. ორივე ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია და დაძაბულ შეხვედრას უნდა ველოდოთ.

20:00 საათზე საფრანგეთისა და კანადის დაპირისპირებას ვიხილავთ. კანადის კარგად დაკომპლექტებული გუნდი, მასპინძელს საფრანგეთს შეხვდება.

დღის ბოლო შეხვედრა  23:30 საათზე დაიწყება. ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ბრაზილიას შეხვდება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები