კალათბურთის ისტორიაში პირველად 4-ქულიანი ტყორცნა გამოიყენეს, – ეს ფილიპინებზე, გუბერნატორის თასზე საკალათბურთო მატჩში მოხდა, რომელშიც „მერაკლო ბოლტსმა“ “მაგნოლია ჰოთშოთსი“ 99:94 დაამარცხა.
კალათბურთისთვის ისტორიული მომენტი მეორე მეოთხედის დასაწყისში მოხდა. “მერაკლოს“ გამთამაშებელმა კრის ბანკერომ მატჩში პირველი ოთხქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
ოთხქულიანი სროლის წესი ამ ტურნირისთვის შემოიღეს. მოედანზე დახაზულია სპეციალური 4-ქულიანი ხაზი, რომელიც სამქულიანის ხაზს მოსდევს.