ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიადის მეოთხედფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ორივე ჩოგბურთელი შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. ჩატარებული 3-3 შეხვედრიდან, ციციპასმა მხოლოდ 1 სეტი წააგო, ნოვაკი კი სეტის წაუგებლად ასპარეზობს.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა სერბს აქვს. სულ 14 შეხვედრიდან 11 ნოვაკმა მოიგო, 3 კი ციციპასმა.