spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ჯეიკ პოლი – მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს ავიღებ 

ცნობილი ამერიკელი მოკრივე ჯეიკ პოლი, ამერიკელი მოკრივეების ოლიმპიადაზე გამოსვლით უკმაყოფილოა. მისი სურვილია შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2028 წელს ლოს-ანჯელესში ჩატარდება, თავად მიიღოს მონაწილეობა.

“დავიღალე ლოდინით, თუ როდის მოიგებს მორიგ ოქროს კრივში ამერიკელი. მე მივიღებ მონაწილეობას მომდევნო ოლიმპიურ თამაშებში და ოქროსაც ავიღებ. 2028 წელს, ოქრო ამერიკის იქნება”, – განაცხადა ჯეიკ პოლმა.

არსებობს ვარიანტი, რომ კრივი ოლიმპიური სპორტი აღარ იყოს. ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილებას  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2025 წელს მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები