ტაისონი ის ადამიანია, ვისაც სურდა, რომ ეს ბრძოლა ოფიციალური ყოფილიყო და ის მართლაც მიიღებს ნოკაუტს, – ამის შესახებ პოპულარულმა ბლოგერმა ჯეიკ პოლმა განაცხადა.
“მე აქ იმისთვის ვარ, რომ 40 მილიონი დოლარი გამოვიმუშაო და ლეგენდა ნოკაუტში ჩავაგდო. სხვა არაფერი მაინტერესებს. ტაისონი ის ადამიანია, ვისაც სურდა, რომ ეს ბრძოლა ოფიციალური ყოფილიყო და ის მართლაც მიიღებს ნოკაუტს“, – განაცხადა ჯეიკ პოლმა.
ტაისონი და პოლი 15 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არლინგტონში საკრივო საღამოს დროს იჩხუბებენ. თავდაპირველად ბრძოლა ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ტაისონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიტანეს.